გამარჯობა.
საოცრად მამშვიდებს შენს წარმოსახვით საფლავზე ყოფნა. ქვაზე ჯდომა.
მოდი, გამოვტყდეთ, მე ყოველთვის მიყვარდა ახალგაზრდა მკვდრები. მათთან ვმეგობრობდი.
აი, როცა მე და ბებია სასაფლაოზე მივდიოდით სამი კონა მინდვრის ყვავილით და წითელი ღვინით, ყოველთვის ვჩერდებოდი ახალგაზრდების, ბავშვების სასაფლაოსთან, ვანგარიშობდი მათ ასაკს ქვაზე მიწერილი ციფრებით და ვუმეგობრდებოდი.
ერთდროულად მეშინოდა და სიგიჟემდე მიყვარდებოდა იქ მიტანილი მათი ნივთები.
უსაზღვრო თანაგრძნობას აღვიძებდნენ ჩემში ცემენტის ნაცრისფერი ფილებიდან მომზირალი მათი უმწეო თვალები.
მე არასდროს ვტირი.
მე არასდროს ვოცნებობ.
მე მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ.
გაფრინდი, მატილდა.
გაფრინდი, ანაბელ.
დაიძინე, ანა-მარია...
თავი მტკივა. მწარეა ჩაი. დიდი, შავი ფოთლები ყრია. რა უნდა იყოს?
ჩვენ აქ რაღაცას ველოდებოდით. მგონი რაღაც დაგვრჩა მომავალში და მეძებრებად ვიქეცით.
ხელებს გამალებით ვაფათურებდით უცხო საგნებს შორის და ამასობაში ერთმანეთი დაგვკეარგა.
რა სიმშვიდეა აქ, ამ სველ ლოდებთან, ნაწვიმარი მიწის სუნი დილამდე გასტანს.
იძინე, მეგობარო...

No comments:
Post a Comment