არცერთი სახლი არაა სანდო. ყველა კარის ღრიჭოში შეიძლება შემოძვრეს შიში.
შენ კი აქ დარჩი.
და ახლაც, როცა მოვდივარ, უნდა მიცნო, რომ მექნება ჯიბეში პური, - შენთვის. და წყალი თვალებში, - თევზებისთვის. და მექნება მიწა, რომ აღმოსავლეთის სიკაშკაშისგან თვალები დავიჩრდილო. გადავიფარებ.
და მე მოგიყვები, როგორო ცხოვრობენ სხვები. როგორ ვცხოვრობ მე მათი ფანჯრებიდან, როგორ ჩანს, რადგან დანარჩენს აღარ აქვს მნიშვნელობა.
November 16, 2015
June 25, 2015
წითელი ლაპარაკობს. შორისდებულებით.
მაგრამ იმათ რა ქნან, ვისი სიტყვებიც ნაფოტებია.
ხელებში ჩამეფშვნა და ახლა დაკვნეტილი ფრჩხილებით ხის ხორკლებს ვეჭიდები.
მუნჯის სიზმარში ვცხოვრობ.
დღეებია ხანდახან ისეთი, რაღაც გინდა დაგქონდეს ჯიბით. - გაღუნული კოვზი, გატეხილი ღილი ან ბრტყელი ქვა.
გადაშლი ხელისგულს და მლაშესუნიან, წყლისგან გაცვეთილ მწვანე კენჭებს გადაარჩევ.
შენთვის მინდა მქონდეს.
მყავდე მინდა.
სანამ წითელმა მხოლოდ შორისდებულები იცის.
სანამ ერთნაირები ვართ, -
სიტყვაჩაბრუნებულები.

March 20, 2015
სიზმარი
სახლი იყო დიდი ჭიშკრით, სადაც საღამოობით მიდიოდნენ ადამიანები. მეც.
რიგი იდგა ხოლმე ჭიშკართან.
სახლი იყო ძილისთვის. ძილმორეული ადამიანების რიგი იდგა რკინის მაღალ კარიბჭესთან.
უნდა შეგეღწია და დაგეძინა. მერე სხვებსაც.
მე ყოველთვის პირველი მივდიოდი, ანუ შუადღეს. შეღამებულზე იხსნებოდა კარი.
ერთხელ თაი მოვიდა. ბოლო ღამეს. ბოლო სიზმარში.
დიდი ჩანთით და ტალახიანი ბათინკებით. დავიღალეო.
ჩანთას მე წავიღებ-მეთქი. გრძელი თმები ჰქონდა. ნათელი.
შევედით.
შუაღამით გამომეღვიძა. ლეიბი ძვლებით იყო ამოვსებული. მხრები მტკიოდა. წელიც.
წავიდეთო, თაიმ.
ჩანთა თვითონ წამოიღო.
მერე ტყე გამოჩნდა. თაიმ წყალი მინდაო და დაბურულ ბილიკს გავუყევით.
თაი გადაიქცა ხედ.
კარგი-მეთქი. როგორც გინდა, ოღონდ არ დაბერდე, მე ყოველ გაზაფხულზე მოგიტან წყალს და გვიან შემოდგომამდე არ წავალ-მეთქი.
ხე იყო დიდი და უძრავი.
და წელიწადის ყველა დროს ჰქონდა ქარვისფერი ფოთლები. მსუბუქი და ნათელი.

March 16, 2015
February 18, 2015
სიბნელეში ადვილია შიშველი ზურგით კედელს მიყრდნობა.
თეთრი შუქი კლავს.
ლილა-წყლისფერი პალატებიდან უყურო, როგორ ბარდნის, იოდისსუნიანი ზეწრის ნაფლეთები ცვივა. დუნედ. მონოტონურად.
ინტერვალების გაზომვას ორი თითი ეყოფა.
ერთი მილიგრამი სიმშვიდე ვენაში. სიკვდილის მატარებელი.
სატვირთო ვაგონები სველი შპალებითაა სავსე.
მოშორებით, საერთო საცხოვრებლის პატარა ფანჯარაში ჭუჭყიანი სინათლე ბჟუტავს.
არ გახვიდე გარეთ.
საბნის ქვეშ ფანქრის ფხაჭუნი. თითქოს დღე გასანთლული შუშაა და ბასრი სამართებლით გინდა გადაკაწრო, გამჭვირვალე გახადო, სიკამკამეს თუ იპოვი, აღარაფერს დაწერ.
საბნის ქვეშ, სანგარში.
მთავარია, არავინ მოვიდეს.

Subscribe to:
Posts (Atom)