Pages

June 25, 2015

წითელი ლაპარაკობს. შორისდებულებით.
მაგრამ იმათ რა ქნან, ვისი სიტყვებიც ნაფოტებია.
ხელებში ჩამეფშვნა და ახლა დაკვნეტილი ფრჩხილებით ხის ხორკლებს ვეჭიდები.
მუნჯის სიზმარში ვცხოვრობ.
დღეებია ხანდახან ისეთი, რაღაც გინდა დაგქონდეს ჯიბით. - გაღუნული კოვზი, გატეხილი ღილი ან ბრტყელი ქვა.
გადაშლი ხელისგულს და მლაშესუნიან, წყლისგან გაცვეთილ მწვანე კენჭებს გადაარჩევ.
შენთვის მინდა მქონდეს.
მყავდე მინდა.
სანამ წითელმა მხოლოდ შორისდებულები იცის.
სანამ ერთნაირები ვართ,  -
სიტყვაჩაბრუნებულები.