წვერი არ გაიპარსო! დაიძინე. რამე მოყევი. არა, იყოს.
ვაშლის ჯემი გინდა? ძველი პური, გუშინწინდელი. ობისფერი გათენების ყურება არ გინდა?საერთოდ, დილების ატანა?! ამდენის.
წაიღე. აკეცე საბანივით და ისროლე ფანჯრიდან.
წაიღე. აკეცე საბანივით და ისროლე ფანჯრიდან.
მეძინება სულ, დილით ათრევა და რადიოში წათრევა ჯოჯოხეთზე მეტია.
შენ რო მასწავლე, ზუსტად ისე ვიტყუები, მაგრამ ყველა ხვდება. შენ რომ არ ვარ, მაგიტო. იფ, ასტრაუმნაია ძევოჩკა ს დურნიმი პრივიჩკამი. :)
კიდე რა, ძაღლს უნდა ეკბინა წუხელ, მაგრამ გავასწარით მე და ველოსიპედმა.
მაინც ყველაფერი კარგად იქნებოდა.
კიდე რა, ძაღლს უნდა ეკბინა წუხელ, მაგრამ გავასწარით მე და ველოსიპედმა.
მაინც ყველაფერი კარგად იქნებოდა.
მაგარი სიმღერები მოვჩიჩქნე კიდე, სადღაციდან. სულ ჯონი ქეშს ხომ არ მოვუსმენ, შენ მაინც არ გესმის, რომ ვუსმენ. სხვასაც დავუჯერებ, მაგალითად ჩემ თავს, გასაგიჟებელი ვინმე ბრძანდება. გიყვარს შენც, ვიცი, რომ გიყვარს და მეტიც.
მალე გნახავ. , შენ იცი, მე ვიცი, მან არ იცის. :)
მალე გნახავ. , შენ იცი, მე ვიცი, მან არ იცის. :)
