როგორც მშობლები პატარაობაში, ისე მე ჩემს თვალებს ვეუბენბი: ”ამის ყურება შენთვის არ შეიძლება!”
ოღონდ თვალები ვერ გადიან სხვა ოთახში, ვერ ეკვრიან ფანჯარას ან რადიატორს, თვალებს არ შეუძლიათ ამოირეცხონ კადრები, რომლებშიც სისხლიანი ბავშვი დედის საშოდან სპირტიანი მაკრატლით პატარ-პატარა ულუფებად გამოაქვთ. თვალებს არ შეუძლიათ მეგობრის საფლავზე ოქროსფრად ამოტვიფრული თარიღის თოვლით გადაფარვა, ციფრების, ასე თვალისმომჭრელად რომ ბზინავენ მზეზე და იწონიან შენთვის იმაზე მეტს, ვიდრე რომელიმე ბნელი თარიღი გენოციდის ისტორიაში.
როგორია, იჯდე აივანზე და უყურებდე, როგორ დაათრევს ვიღაც კაცი მარილით სავსე ტომარას სახლის გარშემო, ან წრეზე რატომ დადის, ან რატომ მაინც და მაინც მარილით დამძიმებული, ვერ ხვდები, და თუ ბევრს იფიქრებ, ადგები და რაც სახლში მარილი გაქვს, გამოზიდავ და ფეხთან დაუყრი.
შენ მე მასწავლე, როგორ არ მინდოდეს ყველაფერი.
ვიწვე. შუბლიდან ამომდიოდეს ხე და სველი თითებით ხორკლებს ვურბილებდე.
მეტი არაფერი.