
მაპოვნინე ჩემი ცალი საყურე,
როცა დები სასეირნოდ წავლენ.
დარაბები მიუხურავთ მსახურებს,
გაზაფხულმაც მიგვატოვა, ლენ.
და ღრუბელი, როგორც დედის ბალიში,
ვერ იშორებს მის სუნსა და სენს.
ამ ბარდნაში მარტო როგორ გაგიშვებ!
მეშინია, არ დაგკარგო, ლენ...
და ათოვოს ჩრდილოეთის ქალაქებს,
სადღაც კატაც მიკუნტულა, თვლემს.
შენთქვის სათქმელ სიტყვებს ვეღარ ვალაგებ,
შენ ხომ მაინც მიმიხვდები, ლენ.
დარაბები გაუღიათ მსახურებს,
ალბათ დებიც წუთი-წუთზე მოვლენ.
დაიკარგა ჩემი ცალი საყურე,
და შენც სადღაც დამეკარგე, ლენ.


