ქარი ქვებით.
August 31, 2013
August 3, 2013
ნელა იარე.
ხმამაღლა არ მელაპარაკო. ისევ არ მიყვარს.
გუშინ მთელი დღე ვიჯექი მაგიდასთან და დამტვრეული კვერცხის ქერქებიდან თვალის გუგები ამომქონდა. ვისი?... ბოლომდე გადავარჩიე.
ის როდისღა იყო, შუბლიდან ამოტყორცნილი ნერვების დასაოკებლად თავზე ხელები რომ შემოვიჭირე და ძვლები დამეფშვნა...
ყველა კართან სხვადასხვა მიზეზს ვასახელებ, რამ დამინგრია ფსიქიკა:
უძილობამ.
საბას სიკვდილმა.
აბებმა.
სინათლის შიშმა.
ხეებზე დარდმა.
შენ სადღაც შუაში ხარ.
ვის უნდა ნერვები, რომელიც ერთ ნათურასაც ვეღარ აანთებს.
ვზივარ და საკუთარ მუხლებს ვკოცნი.
ამის იქით გზა აღარ არის და მეცოდებიან.

Subscribe to:
Posts (Atom)