წესით, მე და შენ ორივე უნდა დავეხოცეთ, მაგრამ, რატომღაც, გადაიფიქრეს.
ვაშლი დამრჩა თაროზე, შენთვის მინდოდა და დალპა. მე არ მიყვარს, - იცი.
შხამიანი ოლეანდრები შენს ჭიქაში ჩავდე. თუ მოხვალ, გაგაფრთხილებ.
ახლა ყველა სოფელშია. შენ, მე და ისინიც წავალთ, ოღონდ ისინი პირდაპირ, ჩვენ - მარცხნივ.
მე თეთრი სარაფანი და თეთრი კედები მეცმევა, შენ - რაც მე არ მინდა რომ არ გეცვას.
ხის სახლში ვიცხოვრებთ, მე კუნელის მარცვლებს ავურევ შენს ჩაიში და შენ იცინებ.
მე სხვისი დღიურიდან წაგიკითხავ რაღაცეებს და შენ მაინც გეყვარები.
ხის სახლში ვიცხოვრებთ, მე კუნელის მარცვლებს ავურევ შენს ჩაიში და შენ იცინებ.
მე სხვისი დღიურიდან წაგიკითხავ რაღაცეებს და შენ მაინც გეყვარები.
მიხვდები, რომ სხვისი "მაცვია" და მაინც!
ყოველ დილით ხის კოლოფში ჩაგიდებ წერილებს და მკვდარ ფარვანებს, შენ არ მოიწყენ.
მერე სახელებს გადავირქმევთ და ყოველდღე სხვადასხვა ანგელოზი გვეყოლება.
აქ აღარასდროს დავბრუნდებით და სველ გუგებს სხვების ჭაობისფერ ერთადყოფნებში არ ამოვთხვრით.
მერე სახელებს გადავირქმევთ და ყოველდღე სხვადასხვა ანგელოზი გვეყოლება.
აქ აღარასდროს დავბრუნდებით და სველ გუგებს სხვების ჭაობისფერ ერთადყოფნებში არ ამოვთხვრით.
ცაც იქნება ჩვენი ეზოს სიდიდის და სულ ზემოთ ვიფრენთ, არ ვიბოდიალებთ.
რამეს მოვიგონებთ და ვიცხოვრებთ. დიდხანს, იიიისე დიდხანს...............
No comments:
Post a Comment