Pages

July 17, 2011

არაფერიც. ისე კარგად ვარ, გაგიკვირდება და შიგადაშიგ შეიძლება შეგშურდეს კიდეც.
შენ ხომ დგახარ მთელი ღამე და მერეც და სახელურს აჭრიალებ, შემოსვლა გინდა...
სხვანაირ ხასიათზე ვარ, შექანებულივით სიარულის და 2 ზომით დიდი ჯინსის თრევის, კიდე ერთი-ორ შენგან ნასწავლ გინებას მივახარჯავდი რამდენიმე იდიოტს, რომელიც აქვე, ცხვირის დასასრულთან მეგულება.
რამე წაიღიღინე ხანდახან, ყური წაიღო შენმა წვალებამ და წითლად მიკივის უკვე!
აღმოვაჩინე, რომ რაღაცეებს (თან ბევრს) ვეღარ ვპოულობ ჩემში, ადგილი კი არა აქვთ შენაცვლებული, საერთოდ აღარ არიან, მაგრამ არაუშავს.
უჭერო სახლში რომ შემომაგდეს და მეც დავიწყე ცხოვრება, ღირსი ვარ!
შენ არაფერ შუაში ხარ, უშენოდაც დამარტყამდნენ კეფაში.
არა, მაინც დამნაშავე ხარ ჩემ წინაშე და დედაჩემმა გაპატიოს, სთხოვე, რადგან შენკენ გაქცეული და თან აქაურობას მიწებებული თვალების სიელამე და ამ ბოლოს გახშირებული ჩემი ანომალიური ქცევები მას დაბრალდება მაინც ბოლოს.
შენ არაფერი.
შენ სადმე გიპოვიან საწოლის ქვეშ, ბალიშიდან გამოცურებულს და ჩავარდნილს, ქერას, თბილს, უზრდელს!
დიახაც!
რატომ ვერ ვხვდები, რომ როცა ასე ვარ და როცა ამდენს ვხმაურობ, გბაძავ შენ ან ჩემი ფეხები!!!უბრალოდ ყველაზე მეტად მენატრები და დანარჩენზე არ ვფიქრობ.
მოსაწყენი ვარ, როგორც მითხრა იმ ღამით კედლიდან მარტინ ბუბერმა.
ვმოგზაურობთ რახანია და არსად ვართ, როდის ვიქნებით სადმე, ჩემო?
უკვე პრინციპია ჩემი ყოფნა და მეტი არაფერი.
კატეგორიული სასვენი ნიშანი!
მორჩი რაა, შეეშვი სახელურს და მიხურე.
ვერ ხედავ, არ იცი -
შიგნით ხარ!

No comments:

Post a Comment