Pages

August 6, 2011


წუხელ ფილმს ვუყურეთ. გამთენიისკენ აგრილდა. ფარდები არ იყო.
მერე მე წავედი შენს მოსაძებნად, მაგრამ სახლში დამრჩი.
არც დამიძახე.
ჩვენ ერთად უნდა წავიდეთ მალე და ერთმანეთს ერთმანეთთან წავაწყდეთ.
მინდა!
ისევ ისე მიყურებ კედლიდან, გადახრილი მარცხნივ, სველი ძაღლის თვალებით.
მგონი კეფა გტკივა, რადგან კედელი გაცივდა. - შემოდგომა მოდის.
მე წავალ მალე ამ ქალაქიდან. შენ უკვე იქ დამხვდები და სიზმრებს მიამბობ.
მე არ გეტყვი ჩემსას. იქ სულ ომებია და ავდრები, ცხადი მიხდება, ანუ შენ კვდები.
კარგად არის ყველაფერი, დღეში თითო შეხედვით, ზამთრისთვის მწვანე პალტოსს ვიყიდი და გულს მოვუვლი. მომიარეს მეც, ოღონდ ისე არა, შენ რომ დაუბარე.
შენ ვინ გივლის? ის ჩვენი მეგობარი? ჩვენზე ყველაფრით დიდი და ჩუმი, ყველაზე მართალი ჩვენში და ის, ვისაც ყველაზე მეტად აწყენინეს...
არ ვიცი.
მეტ ზამთარს და ხეებს ვეღარ წავათრევ...

No comments:

Post a Comment