***
სახლში, სადაც მე და შენ ვიცხოვრეთ, ჰო, სწორედ იმ სახლშია ახლა თოვა შიგნიდან, მტვრევა ტოტების.
ხავსი მოედო კედლებს, ძირში ჩამპალი ჩემი უძილობით.
ყვითელი კბილებივით აჩენს აგურებს, ალბათ ხარხარებს.
ვეღარ ვიცხოვრებ სიგარეტის კოლოფში, თანაც დაძველდა, გაძვირდა და საერთოდაც, მახსოვს, კი არ დატოვე, დაგრჩა.
ვერ გავაცოცხლე მუჭში ჩამკვდარი ვერცერთი ჩიტი.
ჭერი ჩამოიზნიქა.
იატაკის ნაპრალებიდან ისე მიჭირს ყოველღამე ველოდო, რომ წუთი-წუთზე ამოსრიალდებიან სველი აჩრდილები და დაიწყებენ კედლებზე საფეთქლების მიხლას.
მოირყა მუხის მაგიდა, თაროებს რაღას მოსთხოვ.
ფანჯარასა და ფარდას შორის გატრუნული, კი არ ვიცდი, მხოლოდ ვიბრალებ, რომ ველი ისევ. გაბრალებ მალე მოსვლას.
გწერ ძალიან ცოტას და არაფერს ახალს, უბრალოდ გატყობინებ: "არ ხარ!"
აი, ბოლო საკიდიც მოწყდა კედელს. ყველაფერი დალპა,
ანუ ვერ ვიცხოვრეთ!
მე კი ვიყვარებ ყველას, ოღონდ ერქვას შენი სახელი, თუნდაც არ იყოს ქერა და ძილის წინ ხელისგულებზე არ მიხატავდეს თითით ზამბარებს.
მაინც ვიყვარებ.
ვიქნები, თუ გინდა, ოღონდ ნუ კვდები ხელახლა, ყველა სიზმარში ნუ კვდები და ნუ მთხოვ, ხელი შეგახო. მეწებება შენი კანი და ვერ გახვედრებ, რომ შენ კი არა, ხრწნა მეზიზღება!
ახლა აქ ვიცხოვრებთ მე და ჩემი ქერა თოჯინა, ჩითის კაბით და ზურგსუკან დაკრუნჩხული თითებით.
ვიცხოვრებთ, იცოდე!
ჩამოვრეცხავთ კედლებიდან მწვანეს, ყავისფერში გადასულს.
გვექნება ჩაი, ნავთი ლამფისთვის და ყველაფერი.
ვისწავლი ყოფნას, თუმცა ვიცი, გადაკეცილი ფურცლებით თან გაიყოლე ყველა საზეპირო.
"გადაკეცილი რვეული უფრო ბიჭურია", - ამბობდი, მახსოვს. მეღიმება.
ვიცხოვრებთ მე და ქერა თოჯინა.
გვექნება კედლებში ჩამაგრებული წითელი ნათურები.
და მე ვიქნები წითელი, ისე გამყინავი, ისე გამკივანი წითელი, რომ შენი ყვირილი გეგონები და ერთხელაც, შენდა, ჩემდა სასიხარულოდ,
ბოლოს და ბოლოს
მომგუდავ!

No comments:
Post a Comment