Pages

May 6, 2011

***

რაფაზე იდაყვების ჩამოყრდნობით უნდა უყურო სველ ხეებს თუ მონატრება როგორ უნდა. აღარ მახსოვს. ამ დროს უბრალოდ წყალი მინდება და ვხვდები, - არ ხარ.
ვისაუბროთ ამინდებზე, ან რომ ლიმნის ნაჭერი ჩაჭკნა ცარიელ ჭიქაში. სიმშვიდეა. ისეთი მოტკბო-მონაცრისფრო, გამოვუხურავ ხოლმე კარს ყველაფერს, ყველას, მერე საკიდზე უნდა ჩამოვკიდო, რაც შიგნით არ უნდა მეცვას. წესია ასეთი. ვასხამ ჩაის, ან ყავას, უბრალოდ ხმა რომ გავიგონო, ცხელი წყალი ფეხშიშველი რომ ჩარბის ფინჯანში. ხმა მიყვარს, ისეთი. ვტოვებ მერე მაგიდაზე, მაგიდასაც ვტოვებ და ოთახსაც, დარიჩინის სუნიანს. მერე სხვა ოთახი, სხვები რომ ეძახიან "ჩემს", ჩემთვის რომაა სხვა. ნივთებს უმიზეზოდ ვუცვლი ადგილებს, თავდახრილი, ხელის უმისამართო მოძრაობებით. ჯინსს სკამის საზურგეზე გადავკიდებ, საწოლზე წიგნები ეყაროს, მაგიდაზე - მხოლოდ ჭიქა. ყოველთვის ცარიელი. ღამე დაგვალულ ფილტვებს ვიგრილებ, დილით აღარ არის. წყალი.
ჭიქა წითელი, იკივლებს ერთხელაც, კეფით მიეხლება კედელს, მისი ტორშერით ტორშერით განათებულს.
ნუ იცლება ყველაფერი აზრისგან, დანიშნულებისგან, ვადისგან.
ვიძინებ. მოხვალ და ნატყვიარ ხელისგულში გამახედებ. წითელი, წითელი ქალაქი, შაბიამნისფერი საღამოებით.
ნუ დაბრუნდები! მე თვითონ მივაგნებ გასასვლელს.

No comments:

Post a Comment