Pages

February 18, 2015

სიბნელეში ადვილია შიშველი ზურგით კედელს მიყრდნობა.
თეთრი შუქი კლავს.
ლილა-წყლისფერი პალატებიდან უყურო, როგორ ბარდნის, იოდისსუნიანი ზეწრის ნაფლეთები ცვივა. დუნედ. მონოტონურად.
ინტერვალების გაზომვას ორი თითი ეყოფა.
ერთი მილიგრამი სიმშვიდე ვენაში. სიკვდილის მატარებელი.
სატვირთო ვაგონები სველი შპალებითაა სავსე.
მოშორებით, საერთო საცხოვრებლის პატარა ფანჯარაში ჭუჭყიანი სინათლე ბჟუტავს.
არ გახვიდე გარეთ.
საბნის ქვეშ ფანქრის ფხაჭუნი. თითქოს დღე გასანთლული შუშაა და ბასრი სამართებლით გინდა გადაკაწრო, გამჭვირვალე გახადო, სიკამკამეს თუ იპოვი, აღარაფერს დაწერ.
საბნის ქვეშ, სანგარში.

მთავარია, არავინ მოვიდეს.


No comments:

Post a Comment