წუხელ რაღაც აფეთქდა, სამწუხაროდ, შორს ისედაც მგონია, რომ დანაღმულ ქალაქში დავდივარ და სადაცაა მორკალულ მავთულს დავადგამ ფეხს და ჰააპ! და აღარ ვარ! მაგგგარია!
ცუდად ხარ თურმე, ვიცოდი, რაღაცნაირად... უნდა იყო! შენც! მენაღვლები, მოვკვდე! ხვალ რომ ადრე გავალ გარეთ და ცივი ჰაერი ფილტვებს დამიჩხვლიტავს, ისევ ვიგრძნობ იმ რაღაც ჯანდაბას, ყველაზე მარტო და ძალიან უშენო რომ მეგონება თავი და ჩავივლით ასე მე და დღე.
ძალიან ადვილია ბედნიერება, ეს ხანდახან: იღრიჯები, იკრიჭები, ღლიცინებ და ცანცარებ, საღამომდე რადიოში, რადიოდან მეგობართან, მეგობრიდან ქუჩაში, ტრანსპორტშიც, მაგრამ სახლი? ოთახში შესვლისთანავე რაღაც უზარმაზარი დაგაწვება მხრებზე, თითქოს შენს შემოსვლას ელოდებოდა და მოგეკიდა, ჩაგებღაუჭა, მიგეტმასნა ზურგზე.
ტორშერი მუქ წითლად ღებავდეს ოთახს, ნერვიულად ვიხვევდე თმას თითით კეფასთან თუ პერანგის სახელოებს ვიგრძელებდე მუხლამდე, მითხარი, როგორ ვიყო. და ჩვენი ოთახის მეწამული კედლები საკუთარი სხეულების გარდა გვიჩვენებენ დამატებით რკალებს, ციფრებს, სხვადასხვა ზომის შტრიხებს. ჩვენ რომ გავინაწილეთ მარტოობა და მერე ჩვენც ორად გავიყავით და წავედით ქალაქის სხვადასხვე მხარეს. მე მოვაშურე ჩვენს ძველ სახლს, თითქოს შენს ჯერ კიდევ თბილ ტანსაცმელში შევიყუჟე, რომელმაც თანდათან დაკარგა როგორც სითბო, ისე სველი მიწის სუნი. და ჩვენი სახლი უზარმაზარი ფანჯრებით და კირით, რომელიც გამუდმებით სცვივა კედლებს, მაკრავს გარს და პასუხს მთხოვს როგორ გამოვშიგნეთ! როცა შემოდგომით ხეები თავიანთ დაკრუნჩხულ ტოტებს ყოფდნენ ფანჯრებში და ყრიდნენ მკვდარ ჩიტებს.
და მე ნაბიჯიდან ნაბიჯამდე, აბზაციდან აბზაცში ვიცვლები, სხვადასხვა სახის და გამომეტყველების საკუთარ თავებს ენას ვუყოფ რომელიღაც მე და გავრბივარ ისევ ქუჩაში ექვსი წლის წინ ბექას ნაყიდი შარვლით, ამდენივე წლის წინ ნანატრი ფეხსაცმელებით, რომელიც ახლახან მაჩუქა ნათიამ და რომელსაც ვეღარ ვიტან და ნათიასვე ნაჩუქარი ვისოცკის კრებულით, ზედგამოჭრილი ზომის, ჩემი ცარიელი ჯიბისთვის।მუსიკა კი ნერვებისმომშლელად შიშინებს: "I want suffer this for you"...

No comments:
Post a Comment